მთავარიპოლიტიკა

ომბუდსმენი. გაერო-სა და ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს გაეგზავნა მტკიცებულებები ბაქოს მიერ არცახელი სომხების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შესახებ

არცახელი სომხების მიმართ ბაქოს მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის მტკიცებულებები გაეგზავნა გაეროს, ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამის შესახებ ეროვნული კრების საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საქმეთა მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზევ2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა სომხეთის ომბუდსმენმა, არმან თათოიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ქმედებებს მხარს უჭერენ მაღალ პოლიტიკურ დონეზე.

”არსებობს მტკიცებულებები, რომ აზერბაიჯანის მიერ გამოყენებული დაქირავებული ტერორისტები მზად არიან გააგრძელონ ოპერაციები სხვა ქვეყნებშიც. ერთ-ერთ ვიდეოში მებრძოლი, რომელიც დიდი რაოდენობით იარაღის გვერდით დგას, ამბობს: ”სამწუხაროდ, სირიაში ასეთი იარაღი არ გვქონდა, ამას ჩვენ თან წავიღებთ”, – აღნიშნა თათოიანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატმა ეს ინფორმაცია გადასცა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სომხეთის წარმომადგენლობას ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოში, აგრეთვე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ჟენევაში.

”ცხადია, რომ ომბუდსმენის აპარატი კავშირშია მის კოლეგებთან არცახიდან”, – დასძინა თათოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button