მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო ორგანიზაციების აზერბაიჯანელი თანამშრომლები სიძულვილს ქადაგებენ. ადამიანის უფლებათა დამცველი

აზერბაიჯანში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების სოციალური ქსელების გვერდებზე სიძულვილი ვრცელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სრ ომბუდსმენმა არმან თათოიანმა.

”ჩვენ გამოვავლინეთ ფაქტები, რომ აზერბაიჯანში საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები თავად ავრცელებენ სიძულვილს. საკმაოდ დიდი რაოდენობით თანამშრომელია, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილს, შეურაცხყოფებს და ხელს უწყობენ ძალადობას. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის წესების უხეში დარღვევა”, – აღნიშნა თათოიანმა.

დამცველმა ასევე თქვა, რომ ასეთი ფაქტები შეგროვდა და გადაეგზავნება მოცემული ორგანიზაციების ცენტრალური სტრუქტურების ხელმძღვანელებს.

თათოიანმა თავი შეიკავა ორგანიზაციების ხსენებისაგან, მაგრამ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელების გვერდები განიხილება, როგორც პროპაგანდის გავრცელების საშუალება, რაც ამ შემთხვევაში ხელს უწყობს დისკრიმინაციასა და ძალადობას.

ნახეთ მეტი
Back to top button