მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო საზოგადოებას არ სურს შეამჩნიოს თურქეთის საქციელი. არმენ სარგსიანის ინტერვიუ შვედეთის საზოგადოებრივ რადიოსთან

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Sveriges Radio AB იუწყება აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მასში თურქეთის მონაწილეობის შესახებ, რომელიც ავრცელებს სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან ინტერვიუდან ამონარიდებს.

”სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ფიქრობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საკმარისად გადამწყვეტ რეაგირებას არ ახდენს გაჩაღებულ ომზე. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები არ აფასებენ თურქეთის როლს კონფლიქტში. ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტი სარგსიანი ხაზს უსვამს იმას, რომ არა თურქეთის მონაწილეობა, საბრძოლო მოქმედებები დასრულდებოდა”, – აღნიშნა ჟურნალისტმა პრეზიდენტ სარგსიანის სიტყვებზე დაყრდნობით. ,,ამ საკითხში მხოლოდ აზერბაიჯანი რომ ყოფილიყო, მეორე ან მესამე კვირაში ომი შეჩერდებოდა. აქ პრობლემაა თურქული ტექნიკა, თანამედროვე თურქული უპილოტო მფრინავი აპარატები, ტექნოლოგია, F-16 გამანადგურებლები, გაწვრთნილი ჯარისკაცები, ინსტრუქტორები, ოფიცრები, გენერლები, რომლებიც, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობენ ოპერაციებს. ყველამ ვიცით, რომ თურქეთს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია ჰყავს, ის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული არმიაა მსოფლიოში. ისინი მუდმივ ომში არიან ერაყში, სირიაში და ახლა აქ. მსურს საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო სწრაფად იმოქმედოს, მოახდინოს რეალური ზეწოლა თურქეთზე, რადგან ეს ქვეყანა არასტაბილურობის წყაროა. ეს არის თურქეთი, რომელიც არ რთავს ნებას აზერბაიჯანს დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. თურქეთს სურს გააგრძელოს კონფლიქტი, რადგან რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო ღრმად დამკვიდრდება ის აზერბაიჯანში”.

აღნიშნა რა, რომ დიპლომატიური გამოცდილებით პრეზიდენტი იყენებს თავის საერთაშორისო კავშირებს მსოფლიოს ინფორმირებისათვის, თუ რა ხდება ყარაბაღში, ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის მონაწილეობა კონფლიქტში სომხეთისა და სომხებისთვის ძალზე მგრძნობიარე საკითხია, რომლებშიც ცოცხალია ოსმალეთის იმპერიაში სომხების მიმართ ასი წლის წინათ განხორციელებული  . მოგონებები სომხეთის გენოციდის შესახებ. ”მაგრამ პრეზიდენტი სარგსიანი ხაზს უსვამს კიდევ ერთ სხვა საკითხს. ”თურქეთი, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, ცდილობს სამხედრო გავლენა გაავრცელოს ამჯერად სამხრეთ კავკასიაში”, – აღნიშნავს ჟურნალისტი პრეზიდენტ სარგსიანის სიტყვებზე დაყრდნობით.

”საერთაშორისო საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა თურქეთის ძალიან აგრესიული მისწრაფებები ბოლო ათწლეულის განმავლობაში. საერთაშორისო საზოგადოება დამარცხდა, დაუშვა რა თურქეთის ის ქცევა, როგორიც მას აქვს დღეს. ისინი არ შეჩერებულან სირიაში, ერაყში და ახლა ჩრდილოეთ ლიბანში. ისინი არ შეჩერებულან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ისინი არ გაჩერდნენ, როდესაც მათ დაარღვიეს კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობა, დაიპყრეს მისი ნახევარი. მათ დაარღვიეს ერაყისა და სირიის ტერიტორიული მთლიანობა, ახლა კი მოვიდნენ და ლაპარაკობენ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს არის ის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება უგულებელყოფს, არ სურს შემჩნევა.

როგორ შეიძლება გყავდეს ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც გამოხატავს ასეთ საქციელს? ”როგორ შეგიძლიათ მოლაპარაკება გამართოთ ქვეყანასთან, რომელიც აცხადებს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მაგრამ მისი მოქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ ღირებულებას?”

ნახეთ მეტი
Back to top button