მთავარიპოლიტიკა

სასოწარკვეთის ჟესტი. ექსპერტი – არცახში ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის გამოყენების და ალიევის შესახებ

აზერბაიჯანის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება სასოწარკვეთის ჟესტია. ,,Sputnik სომხეთის“ რეპორტიორთან საუბარში ასეთი აზრი გამოთქვა ჟურნალ “არსენალ ოტეჩესტვას” რედაქტორმა, სამხედრო ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა.

მისივე თქმით, ყველა ელოდება ზამთარს, როდესაც სამხედრო ოპერაციის განხორციელება გაძნელდება. აზერბაიჯანის არმიის წარმატება იწურება, მიუხედავად ცეცხლის, აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის უპირატესობისა, ასევე იმის გამო, რომ ისარგებლა რა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტით, ბაქომ პოზიციების ხელახალი განლაგება განახორციელა და ახალი ძალები მოიყვანა.

”ისინი შეეჯახნენ პარტიზანულ ტექნიკას, რასაც სომხეთის ჯარისთვის წარმატება მოაქვს. ხალხი ძალიან მოტივირებულია, ისინი იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, ამიტომ მათი გატეხვა ძალიან რთულია. უფრო მეტიც, როგორც მე ვიცი, იბრძვიან ადგილობრივებიც, რომლებმაც იციან ყველა გორა და ხეობა. ამიტომაც, ახლა, პირველად კონფლიქტის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ის მზად არის დაასრულოს ომი იმ  შემთხვევაში, თუ სომხეთი აიღებს ჯარის გაყვანის ვალდებულებას”, – აღნიშნა ლეონკოვმა

ექსპერტმა შეახსენა, რომ ადრე ალიევი სხვაგვარად საუბრობდა, ის ულტიმატუმის ენაზე ლაპარაკობდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ”გაიყვანეთ ჯარები”, მაშინ მე შევაჩერებ ომს.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ძალისხმევის მიუხედავად, სიტუაციაში გარღვევა უკვე ძალიან რთულია. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ სამხედროებმა საბოლოოდ დაიწყეს კვამლისა და ქსელური კამუფლაჟის გამოყენება არცახში, თვითმფრინავებისგან თავის დასაცავად.

ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანული მხარე იყენებს ცეცხლგამჩენ კასეტური საბრძოლო მასალებს. ლეონკოვი ფიქრობს, რომ ეს არ არის ფოსფორული, არამედ ლითონის ცეცხლგამჩენი ნარევი ჭურვები, რაც მათ საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ მოქმედ კანონმდებლობას.

”ფოსფორი ნამდვილად აკრძალულია და მათ გააკეთეს საბრძოლო მასალები ლითონის ცეცხლგამჩენი ნარევით და იყენებენ, ამბობენ, რომ ”ეს არ არის ფოსფორი”. ამ სასკსასეტო საბრძოლო მასალის გამოყენების ტექნიკა ადასტურებს, რომ ეს სასოწარკვეთილების ჟესტია. ისინი ვერ ახერხებენ დაშნიანი პარტიზანული მოქმედებებისთვის  წინააღმდეგობის გაწევას, კარგავენ ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკას. და ცდილობენ იმის გაკეთებას, რასაც ამერიკელები ვიეტნამში”, – აღნიშნა ლეონკოვმა.

იქ შეერთებული შტატები ცდილობდნენ ჯუნგლების გამეჩხეტრებას, აზერბაიჯანი კი არცახში – ტყის მასივს, ბუჩქებს, სადაც ძალიან კარგად იმალებიან მყრ თავდაცვის არმიის სამხედრო მოსამსახურეები.

თუ გადავხედავთ ბრძოლების 38-39 დღეს, მათ შეძლეს დაწინაურება დაახლოებით 70 კილომეტრით, ისიც, მხოლოდ სამხრეთით (მთელი არცახი საზღვრიდან  საზღვრამდე დაშორებულია 150 კმ-ით) და სამხრეთიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 30 კმ. შემდეგ დაიწყო რთული და არათანაბარი რელიეფი, სადაც შეიცვალა საომარი მოქმედებების ხასიათი.

ექსპერტის დასკვნით, ის, რაც წარმატებული აღმოჩნდა არცახის უფრო დაბლობ არეალში, უფრო რთული მისაღწევი იქნება ამჟამად.

ნახეთ მეტი
Back to top button