სომხეთის ეროვნულმა მაუწყებელმა გამოაცხადა, რომ სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას საბავშვო ევროვიზიის წლევანდელ კონკურსში. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროვიზიის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მთიან ყარაბაღში (არცახი) მიმდინარე კონფლიქტის გამო რეგიონში მაუწყებელს არ შეუძლია დაასრულოს საბავშვო ევროვიზია 2020-ის სათანადო მომზადება.
ახლა 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, რომელიც პოლონეთიდან გადაიცემა 2020 წლის 29 ნოემბერს.
”სომხეთი” საბავშვო ევროვიზიის ”ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონაწილეა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო წინა 13 კონკურსში და ყოველთვის საუკეთესო ათეულში იყო. ჩვენ გვესმის მათი წასვლის მიზეზები. ძალიან სამწუხაროა და მოგვენატრებიან ისინი. იმედი გვაქვს, რომ მათ კიდევ ერთხელ მივესალმებით 2021 წელს”,- განაცხადა საბავშვო ევროვიზიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ოსტერდალმა.