
აზერბაიჯანის სარდლობა დივერსიული ჯგუფების გაგზავნით ყველანაირად ცდილობს შუშიში გარღვევას. მისი ერთ-ერთი ამოცანაა სომხურ მხარეზე მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლა და სანახაობრივი პროპაგანდისტული აქციის ორგანიზება. ,,Sputnik სომხეთთან“ საუბრისას ასეთი მოსაზრება გამოთქვა პოლიტოლოგმა სარო საროიანმა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში შუშის შემოჭრის მცდელობები ჩაიშალა. არცახის თავდაცვის არმია და მოხალისეები ერთმანეთის მიყოლებით ქალაქის განაპირას ანადგურებენ დივერსიულ ჯგუფებს.
ამას წინათ, არცახის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ნოემბრის ღამით მტერმა სცადა წინსვლა შუშის მიმართულებით, მაგრამ უკან დაიხია. ახლა ტარდება ოპერაცია დივერსიული ჯგუფების ბლოკადისა და განადგურების მიმართულებით, რომლებიც ქალაქში შეჭრას ცდილობდნენ.
საროიანის აზრით, შუშის საფრთხის შემქმნელი დივერსანტების საბოლოო განადგურებისთვის, ახლა სომხური მხარისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო არტერიების კონტროლის შენარჩუნება და მტერს არ მისცეს სერიოზული ძალების დაგროვება ქალაქის განაპირას. ჯერჯერობით, არცახის არმია წარმატებით ასრულებს ამ ამოცანას.
”მე ვფიქრობ, რომ ახლა აზერბაიჯანის არმიას სურს გააკონტროლოს კარმირ შუკა-სტეფანაკერტისა და მარტუნი-სტეფანაკერტის გზები. ამ გზების გარეშე მტერს არ შეუძლია თავისი მოტოსასროლი ქვედანაყოფები ცენტრალურ ნაწილში მიიყვანოს და მათ გარეშე შეუძლებელია მასშტაბური ოპერაციის განხორციელება”, – აღნიშნა საროიანმა.
ალბათ, ამიტომაც უკვე რამდენიმე დღეა, რაც შეუპოვარი ბრძოლები მიმდინარეობს მარტუნის მიმართულებით, ჯარის ნაწილების მონაწილეობით.
”მარტუნი დღეს გეოგრაფიულად ყველაზე დაუცველი ნაწილი გახდა. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანული მხარე იმედოვნებს, რომ გარღვევის გზით მიაღწევს სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზას. მარტუნის მიმართულებით წარმატება მტერს საშუალებას მისცემს შეიყვანოს ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები და არტილერია. მაგრამ სანამ ასეთი წარმატება არ არის, მათი მოქმედებები, ძირითადად, განწირულია” – აღნიშნა საროიანმა.
დავუბრუნდით რა შუშის თემას, საროიანმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისთვის ქალაქში შესვლის იდეა მანიად იქცა. მათ მახლობლად უნდა აღმართონ აზერბაიჯანის მინიმუმ ერთი დროშა, რათა საკუთარ საზოგადოებას წარუდგინონ როგორც დიდი გამარჯვება. მანამდე დროშები აღმართეს არცახის სამხრეთით მდებარე მოჩვენებით სოფლებში და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებებში მოხსენიებული ათობით დასახლებების სახელი არსებითად ფაქტობრივად არარსებული დასახლებების სახელებია.
გარდა იმისა, რომ გამარჯვებების შესახებ სამხედრო მოხსენებებს წარუდგენს თავის მოქალაქეებს, ბაქო ცდილობს დააშინოს სომხური მხარე, საზოგადოება და ჯარი.
კომენტარი გააკეთა რა ალიევის სულ უფრო ხშირ განცხადებებზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის მზადყოფნის შესახებ, საროიანმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება აზერბაიჯანის არმიის შემდგომი წინსვლის შეუძლებლობის გამო იყოს.
”შეუძლებელია წინ წასვლა და დროშების აღმართვა, პროპაგანდისტული ეფექტის მისაღებად. ახალი ”გამარჯვებების” ნიშნები არ ჩანს. მხარეები გადავიდნენ კეროვან, პოზიციურ ბრძოლებზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა მოახლოებული სიცივე. ძირითადი ოპერატიული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები ამოწურულია, რაც ალიევის განცხადებების ინტონაციის შეცვლას იწვევს”, – თქვა ჩვენმა თანამოსაუბრემ.
ის დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან აზერბაიჯანული საზოგადოება შეეკითხება მთავრობას, რატომ არ მოხდა ბლიცკრიგი ან რატომ ინარჩუნებს არცახის თავდაცვის არმია ბრძოლისუნარიანობას?