მთავარიპოლიტიკა

ჯალალ ჰარუთიუნიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაში პოზიტიური ცვლილებაა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

,,Armradio.am” წერს, რომ პოზიტიური ცვლილება შეინიშნა არცახის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტის, არცახის გმირის ჯალალ ჰარუთიუნიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა.

”ჩემი პირადად გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ჯალალ ჰარუთიუნიანმა ბუნებრივი სუნთქვა დაიწყო გუშინ, ანუ ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამორთეს. ”იმედი ვიქონიოთ, რომ ის ძალიან მალე გამოჯანმრთელდება და ფეხზე დადგება”, – თქვა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button