მთავარიპოლიტიკა

Adidas– მა შეწყვიტა თანამშრომლობა აზერბაიჯანულ კლუბთან

Adidas-მა შეწყვიტა თანამშრომლობა აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბ “ყარაბაღთან”. ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ აზერბაიჯანულ კლუბს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი ცალმხრივად წყვეტს თანამშრომლობას, იუწყება “ჩემპიონატი”.

მანამდე, უეფას დისციპლინისა და ეთიკის კომიტეტმა,,ყარაბაღის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნურლან იბრაჰიმოვი დასაჯა სომხეთისადმი სიძულვილის პოსტის გამო, და აუკრძალა მას საფეხბურთო საქმიანობით დაკავება განუსაზღვრელი ვადით. მანამდე, იბრაჰიმოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა სომეხი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები, უნდა მოკლან.

შეგახსენებთ, რომ ადრე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას მიმართა “ყარაბაღის” კლუბის ევროთასებიდან მოხსნის მოთხოვნით.

ნახეთ მეტი
Back to top button