”ალიევის ემოციური პასუხი ლავროვის ნათქვამზე არც ისე ნათელია”: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარო, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისადმი გაჟღერებული კომენტარების მიმოხილვისას, ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არცერთ ქვეყანას არ აკრიტიკებს.
”გულწრფელად გეტყვით, ჩვენ არ გვესმის ბატონი ილჰამ ალიევის ემოციური პასუხი სერგეი ლავროვის კომენტარზე. შესაძლოა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწეებმა მას სხვა მასალა აჩვენეს ან საკუთარი კომენტარი წარუდგინეს”, – განუცხადა „რია ნოვოსტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ.
საუბარია ლავროვის ინტერვიუს შესახებ პერიოდულ გამოცემა “კომერსანტთან”, რომლის დროსაც მან თქვა ”რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციით და ახლო აღმოსავლეთიდან ბოევიკების მონაწილეობით. ”ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უცხოელ მოთამაშეებს, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, აღკვეტონ დაქირავებულების გადაყვანა, რომელთა რაოდენობა კონფლიქტის ზონაში, არსებული მონაცემებით, უკვე 2000 უახლოვდება.” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოევიკების საკითხი დააყენა ვლადიმერ პუტინმა 27 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან რეგულარული კონტაქტის დროს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ თქვა, რომ, როგორც ვხედავთ, კომენტარში არც აზერბაიჯანის და არც რომელიმე სხვა ქვეყნის კრიტიკა არ არის.
”ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ დაქირავებულები აღმოჩნდნენ ამიერკავკასიის რეგიონში, რომლის უშუალო მეზობელიც რუსეთია. ამ მხრივ, ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებს ვთხოვთ, რომ ფრთხილად იყვნენ წყაროების გაცნობისას”, – დასძინა მან.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდება კონფლიქტის მოგვარების საკითხში ტავის, როგორც შუამავლის როლს.
”ამის შესახებ ბევრჯერ განაცხადა თვითონ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც”, – თქვა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისინი კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან, პოლიტიკურ-დიპლომატიურ მოგვარებას.
საუბრის ბოლოს მან თქვა, რომ დაქირავებულთა შეჭრა საფრთხეს უქმნის რეგიონის ყველა ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანისა და რუსეთის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.