მთავარიპოლიტიკა

ალიევმა ღიად მოიტყუა და დაამახინჯა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ესპანური EFE სააგენტოს პლატფორმის გამოყენებით, ღიად მოიტყუა და დაამახინჯა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. „არმენპრესის“ ცნობით, ინტერვიუში ალიმ თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ომი მიმდინარეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მაგრამ ამ განცხადებაში ასეთი აზრი არ ყოფილა გამოთქმული.

საუბრისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წერილთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რამდენადაც მან იცის რუსეთმა უარი უთხრა  სომხეთს დახმარებაზე თხოვნაზე და აღნიშნა, რომ ომი მიმდინარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიყალბის გამოსავლენად, უბრალოდ უნდა წაიკითხოთ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადება.

”სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის  ნიკოლ ფაშინიანის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი წარდგენილი განცხადების საპასუხოდ დაიწყო კონსულტაციები დახმარების ტიპებისა ოდენობის დასადგენად, რომელიც რუსეთის ფედერაციამ შეიძლება უზრუნველყოს სომხეთის რესპუბლიკისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რუსეთის ფედერაციის მოკავშირობრივი  ვალდებულებების მიმართ  „1997 წლის 29 აგვისტოს მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების“ ფარგლებში.  ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს ერევანს, თუ შეტაკებები პირდაპირ სომხეთის ტერიტორიაზე გადავა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button