
ამჟამად აზერბაიჯანში 21 სომეხი სამხედრო ტყვეა. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის კრიმინალის დეპარტამენტის უფროსმა რაფაელ ვარდანიანმა განაცხადა. ამ დროისთვის კიდევ 2 ადამიანის შესახებ ინფორმაცია ირკვევა, აღნიშნა მან.
სომხური სამხედროების მონაწილეობით აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ კადრებტან დაკავშირებით, კრიმინალისტიკის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ ყველა ვიდეო განხილულია სათანადო სასამართლო პროცედურების პირობებში და დაფიქსირებულია წამების უამრავი ეპიზოდი.