პოლიტიკა
სანამ თურქეთი დაქირავებულთა ახალ ჯგუფს აგზავნიდა აზერბაიჯანში, 342 ბოევიკი უკან გაბრუნდა სირიაში

სანამ თურქეთი 230 კაციან დაქირავებულთა ახალ ჯგუფს აგზავნიდა აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ საბრძოლველად, 342 დაქირავებულმა შესძლო უკან დაბრუნებულიყო სირიაში. ამის შესახებ იუწყება ადამიანის უფლებათა სირიის ცენტრი.
4 ნოემბერს ცენტრმა დააფიქსირა ცხრა ბოევიკის დაღუპვა. ამ პერიოდის განმავლობაში, ცენტრის ცნობით, დაიღუპა 240 ბოევიკი, საიდანაც 183 გადაასვენეს სირიაში, დანარჩენები კი აზერბაიჯანში დარჩნენ. გარდა ამისა, სომხურმა ძალებმა ტყვედ ჩაიგდეს ორი სირიელი ბოევიკი.