მთავარიპოლიტიკა

ჯიჰადისტების ხელები იდაყვამდე სისხლშია მოსვრილი: ზახაროვა

ტერორისტული ორგანიზაციების წევრები ახლა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არიან გადაყვანილნი. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.

”მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ მომენტში ტერორისტული ორგანიზაციების წევრები ახლო აღმოსავლეთიდან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადაჰყავთ, რომელთა ხელები, როგორც უკვე ვთქვით, იდაყვამდე სისხლშია“,  – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ საუბარია ექსტრემისტ დაქირავებულებზე. ისინი ჯიჰადიზმის იდეოლოგიის მიმდევრები არიან. ამ ყველაფერმა შეიძლება სერიოზული შედეგი   გამოიწვიოს მოსკოვისათვის, რადგან ასეთი განვითარება საფრთხეს უქმნის ტერორისტული ანკლავის გაჩენას კავკასიაში.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განუცხადა „კომერსანტს“, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჩამოყვანილი ტერორისტების რაოდენობა 2000-ს აღწევს.

თავის მხრივ, არაცხის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიანიანმა დაარწმუნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომ აზერბაიჯანის მიერ დაქირავებული სამხედროების ნახევარზე მეტი გაანადგურეს საომარი მოქმედებების დროს.

არცახის წინააღმდეგ ომის პირველივე დღეებიდან ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიიდან აზერბაიჯანში გადაგზავნა დაქირავებულები, რომლებსაც  ისინი იყენებენ არცახისა  და სომხეთის წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა.

„რია ნოვოსტის“  ცნობით, 16 ოქტომბერს 1000-ზე მეტი ბოევიკი გადაიყვანეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.

ნახეთ მეტი
Back to top button