მთავარიპოლიტიკა

ანა ჰაკობიანის მიერ შეგროვებული ქალთა რაზმი საბრძოლო დავალებას ელოდება: ფოტოები

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა ჰაკობიანის მიერ თავმოყრილი  ქალთა რაზმი უკვე მზად არის ფრონტზე გასასვლელად. ჰაკობიანმა  ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა.

”ათდღიანი სწავლების შემდეგ, ჩვენი რაზმი მზად არის საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად”, – წერს იგი.

პრემიერ მინისტრის მეუღლემ ასევე განაცხადა, რომ რაზმს უკვე აქვს სახელი.

”ჩვენ რაზმს სომხეთის დედოფლის ერატოს სახელი დავარქვით”, – დასძინა მან.

ერატონი არტაშესიანთა დინასტიის უკანასკნელი დედოფალია.

პოსტს  თან ერთვის ფოტოებიც,  რომლებშიც ჩანს სამხედრო მომზადების პროცესი.

ნახეთ მეტი
Back to top button