მთავარიპოლიტიკა

ერდოღანი – მეძავი, რომელიც ქალწულობაზე თავს დებს: მაიქლ რუბინი

ტერორისტის მიერ სკოლის მასწავლებლის სამუელ პატის მკვლელობის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა  ემანუელ მაკრონმა დაიცვა სიტყვის თავისუფლებისა და სეკულარიზმის ფრანგული ტრადიცია. პირდაპირ რომ ვთქვათ, მაკრონი აცნობიერებს, რომ რელიგიური ვნებები არ შეიძლება გახდეს მკვლელობის საბაბად  ან ძირითადი თავისუფლებების  შესალახად. ამის შესახებ  წერს მაიკლ რუბინი Washington Examiner- ში.

”თუ მაკრონმა დემოკრატიისა და ლიბერალიზმის დაცვა თავის ბრენდად აქცია, მაშინ თურქეთის პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი ა პირიქით მოიქცა. იგი ცინიკურად იყენებს რელიგიას დიქტატურის განმტკიცებისთვის. მაკრონი ასევე სასარგებლო სამიზნეა, რადგან ერდოღანი ცდილობს თურქების ყურადღება გადაიტანოს იმ ფაქტისგან, რომ ლირა თავისუფალ ვარდნაშია და მათი ეკონომიკა ნგრევის პირასაა.

ფრანგული სატირული ჟურნალი Charlie Hebdo (რომელიც ასევე ისლამისტური ტერორიზმის სამიზნე გახდა) დასცინოდა ერდოღანს  ისლამის დაცვაში მისი ზედაპირულობის გამო. ერდოღანმა თურქებს საფრანგეთის საქონლის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

მაგრამ ზოგჯერ სულთანი შიშველიც არის. თურქულმა სოციალურმა მედიამ არამარტო დააყენა საკითხი, სურს თუ არა ერდოღანს, რომ თურქებმა უარი თქვან ფრანგული კომპანიების მიერ წარმოებულ ბევრ ვაქცინაზე,  გარდა ამისა არ გავიწყებიათ ერდოღანის მეუღლე, ემინე, რომელიც გახდა იმელდა მარკოსის თურქული სახე და  ირჩევს  ფრანგი დიზაინერების სამოსსა და  აქსესუარებს.  მართლაც, იგი ცნობილია იმით, რომ  სიღარიბის საწინააღმდეგო გამოსვლის დროს 50 000 დოლარიანი ჰერმესის ჩანთა ეჭირა.

მეუღლის ჩანთაზე ყურადღების გამახვილებამ  ერდოღანი დააბნია.  იქ ხომ მას მიუთითებდნენ, თუ როგორ დააგროვა მილიარდობთ დოლარი სახელმწიფო მოსამსახურის ხელფასით.  

პრო-სამთავრობო მედია შეეცადა მიეფუჩეჩებინა ემინეს ჩანთანსთან დაკავშირებული ინცედენტი და აღნიშნა, რომ ჩანთა ორგინალი არ ყოფილა, ასლი იყოო.

მაგრამ ზოგჯერ სიცრუე მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას იწვევს. თურქეთის რელიგიურ საქმეთა ადმინისტრაციამ (Diyanet) არაერთხელ განაცხადა, რომ ყალბი საქონელი უკანონოა, რაც ინტელექტუალური საკუთრებისა და ისლამური ეთიკის შეურაცხყოფაა.

ამრიგად, ერდოღანმა ისლამის დასაცავად  ისტერია გამართა საფრანგეთის წინააღმდეგ, მაგრამ Diyanet-ის  განკარგულებები მიანიშნებს, რომ მისი ცოლი უფრო დამნაშავეა, ვიდრე მაკრონი. შესაძლოა ოპოზიციის ლიდერი ქემალ კილიჩაროღლუ მართალია, რომ ერდოღანმა საჯაროდ უნდა დაწვას მეუღლის სადიზაინერო ს ჩანთა. ერდოღანის სარწმუნოებაზე თავის დადება და კორუფციაში ჩაფლული ოჯახის მართვა ჰგავს მეძავს, რომელიც ქალწულობაზე თავს დებს.  ერდორანმა თავისი თავი მასხარად გამოიყვანა“, -ამბობს რუბინი.

ნახეთ მეტი
Back to top button