
არცახის ადამიანის უფლებათა დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის პირადად ყვება აზერბაიჯანული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ვიდეოში ბეგლარიანს ჯავშანი აცვია, მის უკან კი მთლიანად დანგრეული შენობაა. ის განმარტავს, რომ იგი სტეპანაკერტის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანშია, უკანა მხარეს კი სახლი მთლიანად ნანგრევებად ქცეულა.
”ეს იყო დღევანდელი აზერბაიჯანული სარაკეტო ცეცხლის შედეგი. დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ერთი 70 წლის ქალი იყო, დანარჩენი ორი მისი შვილიშვილები იყვნენ. აზერბაიჯანი განაგრძობს საომარ დანაშაულებებს და მიზანსი იღებს არაცხის მშვიდობიან მოსახლეობას არა მხოლოდ დედაქალაქ სტეპანაკერტში, არამედ სხვა დასახლებულ პუნქტებშიც”, – თქვა ბეგლარიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანული სარაკეტო დარტყმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა და განადგურდა 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, 150-ზე მეტი დაიჭრა, 17000-ზე მეტი სამოქალაქო შენობა და ინფრასტრუქტურა განადგურდა.
იგი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი განაგრძობს სხვა საომარ დანაშაულებებსაც, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება თვალს ხუჭავს ყველაფრის მიმართ, რაც არცახში ხდება.
არცახის ადამიანის უფლებათა დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შეწყვიტონ თვალის დახუჭვაარცახში მომხდარი დანაშაულების მიმართ, დაეხმარონ არცახელ ხალხს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.
სხვათა შორის, ვიდეოს დროს რეგულარულად ისმის აფეთქებები და სროლები.