,,News.am” წერს, რომ ყარაბაღის ომში არა მხოლოდ თურქეთის დაზვერვა, არამედ მთელი თურქეთი გამოიყენეს. ამის შესახებ გააკეთა კომენტარი სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ნარიშკინის განცხადებაზე, რომ მთიან ყარაბაღში ოპერაციებში თურქეთის დაზვერვა მონაწილეობს.
”საუბარია ცალკეულ თურქულ დანაყოფებზე. ყარაბაღში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ საომარ მოქმედებებზე კონტროლი, თითქმის არ არის, მაგრამ არსებობს თურქეთის გენერალური შტაბის მართვა, რომელიც გამოიყენება დაქირავებულების პრობლემების გადასაჭრელად”, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.