
ავტორიტეტულმა როკ-ჯგუფმა System of a Down ბოლო 15 წლის განმავლობაში ორი ახალი სიმღერა დაწერა, რომლებიც ეძღვნება არცახის ომს. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ჯგუფის სოლისტმა სერჟ თანკიანმა თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა სიმღერების სახელები: “Protect The Land” და “Genocidal Humanoidz”.
”ეს ორი სიმღერა მოგვითხრობს საშინელ, სერიოზულ ომზე, რომელიც გაჩაღდა ჩვენი სამშობლოს, არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ. აზერბაიჯანში ალიევის და თურქეთში ერდოღანის კორუმპირებული რეჟიმები არამარტო არცახის და სომხეთის გამოცხადება სურთ თავიანთ საკუთრებად, არამედ დაუსჯელად ატარებენ გენოციდურ მოქმედებებს კაცობრიობის წინააღმდეგ მათი მიზნის მისაღწევად. ისინი ამას აკეთებენ ახლა, ფიქრობენ, რომ მსოფლიო დაკავებულია კორონავირუსით, არჩევნებით და სამოქალაქო დაუმორჩილებლობით, რათა უპასუხონ მათ სისასტიკეს”, – წერს თანკიანი.
როკ-მუსიკოსმა აღნიშნა, რომ აქ სიმღერების შეძენა შესაძლებელია, თანხა კი ომის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.