მთავარიპოლიტიკა

პუტინმა და ერდოღანმა განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც  განხილული იქნა  მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

”დეტალურად განიხილეს სიტუაცია მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ზონაში. რუსეთის პრეზიდენტმა თურქი კოლეგას  აცნობა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბრების შესახებ.  საუბარი  ისახავდა საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულების და პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტის გზების ძიებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ითანამშრომლონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად.

ნახეთ მეტი
Back to top button