მთავარიპოლიტიკა

რუსი სამშვიდობოების განთავსება მთიან ყარაბაღში ჩვენთვის მისაღებია: ფაშინიანი

ყველა იმ საჭირო დახმარებას, რომელსაც სომხეთი რუსეთისაგან მოელის, სომხეთი ღებულობს და არ არსებობს რაიმე ეჭვი მისი შესრლების ხარისხის შესახებ.  ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა გერმანულ არხ ARD– სთან ინტერვიუში.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მეორეს მხრივ, სომხეთს ესმის, რომ რუსეთი, უპირველეს ყოვლისა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, რომელსაც მთიანი ყარაბაღის საკითხში ნეიტრალიტეტის გარკვეული ვალდებულება აქვს  და რომელსაც ასევე კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან.

”რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი სიტუაცია, მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვართ რუსეთის მიერ სომხეთის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით”, – თქვა პაშინიანმა.

პრემიერ მინისტრმა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ აღნიშნა, რომ ეს ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

”მე ვთქვი, რომ რუსი სამშვიდობოების განთავსება ჩვენთვის მისაღებია. აქ საკითხი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკულიცაა, რადგან პირველ რიგში რუსეთი იმყოფება რეგიონში.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამშვიდობოები ოპერატიულ რეაგირებას ითვალისწინებენ. რუსეთი იმყოფება რეგიონში, რუსეთმა იცის რეგიონი”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ მინისტრის თქმით, რუსი სამშვიდობოების განლაგება იქნება ყველაზე  ეფექტური.

ნახეთ მეტი
Back to top button