მთავარიპოლიტიკა

ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებით მიმდინარე ბრძოლებში განადგურდა მტრის დიდი ცოცხალი ძალა

8 ნოემბრის მონაცემებით  ინტენსიური  ბრძოლები გაგრძელდა ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით. ინფორმაციას ავრცელებს  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეპანიანი  ოფიციალურ Facebook გვერდზე.

მისივე თქმით, უფრო  დაძაბული ქმედებები  წარიმართა  სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შუშის მახლობლად. თავდაცვის არმიის ნაწილებმა  დარტყმა მიაყენეს მტერს. სომეხმა სამხედროებმა მოახერხეს მოეგერიებინათ მოწინააღმდეგის წინსვლის უამრავი მცდელობა.

”სხვადასხვა მიმართულებით ბრძოლების დროს განადგურდა მტრის ჯარის დიდი რაოდენობა, 4 ტანკი, 20 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა, 11 ერთეული მანქანა, 2 უმა. საომარი მოქმედებების პარალელურად, მტერმა სარაკეტო სისტემებით დაბომბა დედაქალაქი  სტეპანაკერტი და შუში.  დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა”, – ნათქვამია ცნობაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, გამთენიისას ფრონტის ხაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში შეინიშნებოდა მტრის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დაგროვება.

სომხური მხარე აკონტროლებს ოპერატიულ-ტაქტიკურ სიტუაციას. სათანადო ნაბიჯები ხორციელდება ხანძრის ლიკვიდირებისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button