მთავარიპოლიტიკა

ჩემი აზრით, ხვალ შუშისთვის ბრძოლა დასრულდება: არწრუნ ჰოვანისიანი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი ვარაუდობს, რომ ბრძოლა შუშისთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეიძლება დასრულდეს ხვალ. ამის შესახებ ჰოვანისიანმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

”ბრძოლები მიმდინარეობს შუშის შიგნით და მის მიდამოებში. ჩვენი არმია კომპეტენტურად იბრძოდა მთელი თავისი ჯარით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცალკეული  ბრძოლები  შუშისთვის, რომელიც ბოლო 3-4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩემი აზრით, დასრულდება  ხვალ. არ მსურს ნაადრევი შეფასება მივცე, მაგრამ ჩემი აზრით ხვალ  შუშისთვის ბრძოლა  დასრულდება“.   

ნახეთ მეტი
Back to top button