პოლიტიკა

Burger King-მა ბოდიში მოიხადა სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანის მხარდამჭერი პოსტების გამო

Burger King-ი  ელექტრონული წერილით    ბოდიშს  უხდის დასავლეთი  შეერთებული შტატების სომეხთა  ეროვნულ კომიტეტს,  აზერბაიჯანის მისი ფრანჩაიზის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო, რომელიც ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანის გენოციდურ მცდელობებს.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, კომისია დაუკავშირდა ბურგერ კინგის დირექტორთა საბჭოს და გამოხატა სომხური საზოგადოების შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბრენდის პლატფორმა  გამოიყენება აზერბაიჯანის მთავრობის ეთნიკური წმენდის კამპანიის ხელშესაწყობად.

Burger King-მა  საპასუხო წერილში  მადლობა მოახსენა ამ  საკითხისადმი ყურადღების მიქცევისთვის. „გარწმუნებთ, რომ სოციალურ ქსელში აზერბაიჯანზე განთავსებული პოსტები არ შეესაბამება ჩვენს მოსაზრებებს,  არ ასახავს Burger King-ის შეხედულებებს. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ფრენჩაიზმა იგი წაშალა პოსტის გაკეთებიდან მალევე, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ბოდიშს გიხდით ამ ინციდენტის გამო“,  – ნათქვამია წერილში.

გასული თვის ბოლოს, McDonald’s- ისა და  Burger King-ის აზერბაიჯანელმა ფრანჩაიზებმა თავიანთი სოციალური მედიის პლატფორმებზე განათავსეს სურათები სომეხი ხალხის წინააღმდეგ აზერბაიჯანის გენოციდური  აგრესიის მხარდასაჭერად. თუმცა, McDonald’s- მა და Burger King-მაც წაშალეს პოსტები სოციალურ ქსელში, მას მერე რაც შეამჩნიეს.  

ნახეთ მეტი
Back to top button