მთავარიპოლიტიკა

არცახის ადამიანის უფლებათა დამცველმა მოამზადა მესამე ანგარიში აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელებული სისასტიკის შესახებ

,,Armradio.am” წერს, რომ არცახის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატმა მოამზადა მესამე დახურული ანგარიში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომეხი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების და სამხედრო ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების შესახებ.

ანგარიში გადაეგზავნა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

მესამე მოხსენებაში მოცემულია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომეხი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების  და სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ 26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ფაქტები.

ადამიანის უფლებათა დამცველი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ მოხსენებაში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის დანაშაულის საკმარისი ფაქტი, საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა და არ დაგმო ისინი. დაუსჯელობის და საომარი დანაშაულების თავიდან აცილების საერთაშორისო საზოგადოების უუნარობა ნაყოფიერი საფუძველია აზერბაიჯანული მხარისთვის, გააგრძელოს ბოროტმოქმედება არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის, სამხედრო ტყვეების და დაღუპული სამხედროების ცხედრების მიმართ.

”ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება  ასეთ შემთხვევებზე, თავისი ვალდებულებების შესაბამისად და თავიდან აიცილოს შემდგომი შესაძლო დანაშაულები.

ნახეთ მეტი
Back to top button