
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს არწრუნ ჰოვანისიანს ჰქონდა წნევის მერყეობა, ახლა ის თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა “არმენსპრესთან” საუბრისას განაცხადა.
”მას არტერიული წნევის მერყეობა ჰქონდა, ახლა მას უტარებენ გამოკვლევას, თავს კარგად გრძნობს”, – თქვა სტეპანიანმა.
თავდაცვის სამინისტროს სპიკერი უარყოფს სოციალურ პლატფორმებზე გავრცელებულ ინფორმაციას ჰოვანისიანის ინფარქტის შესახებ.