
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სომხეთში ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენის შესახებ.
”ბაქო ბოდიშს უხდის რუსულ მხარეს ამ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, რაც დამთხვევაა, ის არ იყო მიმართული რუსული მხარის წინააღმდეგ. აზერბაიჯანული მხარე სამძიმარს უცხადებს ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებს და დაშავებულებს უსურვებს სწრაფ განკურნებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, სომხური მხარის შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით, გადაწყვიტა ცეცხლის გაეხსნა ვერტმფრენის შემდგომი წინსვლის შესაჩერებლად.
აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია.
როგორც ადრევე განვაცხადეთ, სომხეთის ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული. სამართალდამცავი ორგანოების ჩვენმა წყარომ აღნიშნა, რომ ვერტმფრენი სავარაუდოდ დაზიანდა ნახჭევანის მხარიდან.