მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი 35 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს სომხეთს ეპიდემიის შედეგების დასაძლევად

დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა 35, 6 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის  სომხეთის მთავრობისთვის  გამოყოფის შესახებ. გრანტი გათვალისწინებულია COVID-19 ეპიდემიის შედეგების დასაძლევად.   

”ევროკავშირის გადაწყვეტილება ისეთ სფეროებში მიღწეული პროგრესის  დადებითი შეფასების შედეგია, როგორიცაა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობა.

ეს არის გასული წლის აპრილში გამოცხადებული სომხეთის ევროკავშირის დახმარების 92 მილიონი ევროს პაკეტის ნაწილი, რომელიც გადანაწილდა სომხეთის დასახმარებლად CODE-19 ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button