
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთ დასახლებაში ხაჩქარი წაბილწეს. ამის დასტურია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა გადაიღეს.
კადრებში ჩანს, როგორ სასტიკად ესხმის თავს ძეგლს და ცდილობს გაანადგუროს ხაჩქარზე განთავსებული ზარი. ის ახერხებს მის მიერ განზრახული ბარბაროსობის განხორციელებას, შემდეგ აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ზარს ესვრის ხაჩქარს. ამასთან, კაცი უღირსად შეურაცხყოფს სომხებს. მისი მეგობრები მხურვალედ რეაგირებენ ამ ყველაფერზე.
სომეხი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ძეგლი მდებარეობს მთიანი ყარაბაღის ქაშათაღის რეგიონში, ვოროტანის სამხედრო დასახლებაში. ხაჩქარი ეძღვნება თავისუფლებისთვის მებრძოლების ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ ყარაბაღის პირველი ომის დროს.
უნდა აღინიშნოს, რომ 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ განახორციელეს დარტყმა შუშის წმინდა ღაზანჩეცოცის სახელობის ეკლესიაზე (წმინდა მაცხოვრის ეკლესია). შედეგად, ტაძარი ძლიერ დაზიანდა.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, კონფლიქტის მოგვარებაზე საუბრისას, სომხებს “კულტურულ ავტონომიას” დაჰპირდა.