
პოლიტოლოგის, ეკონომისტის ჰრანტ მიქაელიანის აზრით, სერიოზული სანქციების დაწესების შემთხვევაში, თურქეთს გაუჭირდება მათთვის წინააღმდეგობის გაწევა.
,,არმენსპრეს“-ის პრეს სალონში გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ თურქეთის ეკონომიკა, ირანისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ღიაა, რასაც საფუძვლად უდევს დამუშავებული, მაღალი დამატებითი ღირებულების საქონლისა და მომსახურების ექსპორტი.
”თურქეთს გაუჭირდება წინააღმდეგობა გაუწიოს სანქციებს, თუ ისინი მკაცრი იქნება. დღეს ჩვენ ზოგიერთი ადგილებიდან, განსაკუთრებით საუდის არაბეთიდან ვხედავთ მკაცრ სანქციებს. ეს არ ასრულებს მასშტაბურ როლს, მაგრამ თურქულ საქონელზე სომხური ემბარგო შესაძლებელია, განსაკუთრებით პოლიტიკური თვალსაზრისით”, – ამბობს სპეციალისტი.
ჰრანტ მიქაელიანის თქმით, ეკონომიკური სირთულეების გამო, ერდოღანის ეკონომიკური პროგრამა 2023 წლამდე პრობლემის წინაშე დგას. მას ბევრი დიდი პროექტი ჰქონდა გათვალისწინებული. მათი განხორციელება ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
”თურქეთი ხდება საკუთარი ამბიციების მსხვერპლი, ეს ჩანს ეკონომიკაში. ის საფრთხეს უქმნის თავის გრძელვადიან ინვესტიციებს. ახლა სანქციების საკითხი უფრო განიხილება, ყველამ იცის, რომ თურქეთი დაუცველია. ევროკავშირში არის ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს, მაგრამ შესაძლებელია ეს პოზიციები შეიცვალოს. და ეს განსაკუთრებით იმ ფონზე ხდება, რასაც თურქეთი ქმნის პირდაპირ თუ არაპირდაპირ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, არცახის ომთანაა დაკავშირებული ევროპაში ტერორიზმის გააქტიურება. ამრიგად, თურქეთის გარშემო იქმნება არასასურველი ფონი”, – აღნიშნა მან.
ეკონომისტმა შენიშნა, რომ თურქეთი შეეცდება ამის კომპენსაციას ისლამური ქვეყნებიდან ინვესტიციების განხორციელებით, რომელთანაც კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. თურქეთის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებას ეკონომიკური მიზნები აქვს.