მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მიულოცა შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად არჩეულ ჯო ბაიდენს

,,Armradio.am” წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მიულოცა შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად არჩეულ ჯო ბაიდენს .

”გულთბილად გილოცავთ შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად ისტორიული არჩევის დღეს. თქვენი ყველაზე გულწრფელი მიზანი – ქვეყნის ერთიანობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა – შესანიშნავი მაგალითი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. “ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და ჩვენი ორი ხალხი”, – ნათქვამია მისალოც წერილში.

პრეზიდენტმა სარგსიანმა ასევე მიულოცა არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, კერძოდ აღნიშნა: ”თქვენ შთააგონეთ არა მხოლოდ ამერიკელები, არამედ ყველა მთელ მსოფლიოში”. რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოხატა რწმენა, რომ მომავალი ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი იქნება სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება.

ნახეთ მეტი
Back to top button