სომხეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენი, სავარაუდოდ, ნახჭევანმა ჩამოაგდო. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალური სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო სამი სახანძრო რაზმი.
სომხეთში ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენის პირველი კადრები ინტერნეტში გამოჩნდა.
მანამდე ვაცნობებდით, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენი დაზიანდა. სამართალდამცავი ორგანოების ჩვენმა წყარომ აღნიშნა, რომ ვერტმფრენი სავარაუდოდ დაზიანდა ნახჭევანის მხრიდან.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, არარატის რეგიონული კრიზისების მართვის ცენტრში 18:39 საათზე განგაში მიიღეს, რომ რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა სოფელ ერასხიდან სოფელ პარუირ სევაკისკენ მიმავალ ხეობაში.
შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალური სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო რაზმებიდან სამი სახანძრო რაზმი.