
პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცა ჯო ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში განაცხადეს.
შეტყობინებაში, კერძოდ, ნათქვამია:
”ძვირფასო ბატონო ბაიდენ, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევასტან დაკავშირებით.
იმედი მაქვს, რომ თქვენი ადმინისტრაცია აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს ომის დასრულების მიმართულებით, პრობლემის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მოსაძიებლად, რომელიც უნდა ემყარებოდეს არცახის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მათი თვითგამორკვევის უფლების გამოყენებას“.