8 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ღამეს თავდაცვის არმიის ნაწილებმა თავდაცვითი ბრძოლები მართეს ფრონტის ხაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებებში. ინფორმაციას გვაწვდის არცახის თავდაცვის არმიის პრესსამსახური.
”შუში-ქარინ ტაკის მონაკვეთში გაიმართა ინტენსიური ბრძოლები აღმოჩენილი მტრის ჯგუფების წინააღმდეგ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელებმა, დიდი რაოდენობის ძალების დაკარგვით, უკან დაიხიეს. ჩვენმა ჯარებმა უფრო ხელსაყრელი ტერიტორიები დაიკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ პერიოდში განადგურდა ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით მტრის ძალების კუთვნილი 1 ტანკი, 4 ერთეული ავტოტექნიკა და 8 უპილოტო მფრინავი აპარატი. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩატარებული ოპერაციების შედეგად, ჯარის ნაწილებმა ნადავლად აიღეს მტრის 1 ტანკი და საარტილერიო საშუალებები.
საომარი მოქმედებების განმავლობაში მოწინააღმდეგემ განაგრძო საჰაერო და სარაკეტო დარტყმები არცახის რესპუბლიკის მშვიდობიან დასახლებებზე. დილით ფრონტის ხაზის ყველა ძირითადი მიმართულებით მოწინააღმდეგის ძალებმა განაახლეს შეტევითი მცდელობები.
ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია იმყოფება თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ.