
ომის არეულობის დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთის ძირითადი მიზნები, რომლებსაც იგი ახორციელებს, ფაქტობრივად, აზერბაიჯანელების ყველა სამხედრო ოპერაციის პროვოცირებას და ხელმძღვანელობას არცახში. ამის შესახებ “Facebook” – ის საკუთარ გვერდზე დაწერა ეროვვნული კრების ,,აღორძინებული სომხეთის“ ჯგუფის წევრმა არმან აბოვიანმა.
მან, კერძოდ, აღნიშნა. ”შეგახსენებთ, რომ ტაქტიკურად თურქეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სამხედრო გაძლიერება ჩვენს საზღვრებთან, უფრო სწორად თურქებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია მათი ლეგიტიმაცია სამხედრო-დიპლომატიური თვალსაზრისით, რადგან მხოლოდ ეს მისცემს საშუალებას მათ განაგრძონ ოსმალეთის პროგრამა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით.
უფრო მეტიც, დესტაბილიზაციის ზონის გაფართოებით საქართველოში, ირანსა და რუსეთში (ჩრდილოეთ კავკასია).
იქნება ეს ჩვენს საზღვრებთან თურქი “სამშვიდობოების” სახით, ან აზერბაიჯანში ცალკეული სამხედრო ბაზის განთავსება, თურქებისთვის არსებითი კავშირი არ აქვს. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა აზერბაიჯანთან გაერთიანება სახმელეთო საზღვრით.
რა თქმა უნდა, თურქებს აქვთ გლობალური პრობლემები, საიდანაც მათი ნაბიჯების ლოგიკა გამომდინარეობს; რა თქმა უნდა, არც ჩვენი ძმური რუსეთი და არც ჩვენი მეგობრული ირანი უმოქმედოდ არ იქნებიან თურქეთის მცდელობის მიმართ, გახდეს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოდერატორი სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ ჩვენ, ყველა ვითარების გათვალისწინებით, უნდა გავაკეთოთ გათვლები სიტუაციის შესაბამისად.
ჩვენი გათვლები ახლა მხოლოდ ომის მსვლელობას უკავშირდება … ასე რომ, ახლა რეგიონის მომავალს სომეხი ჯარისკაცი წყვეტს.
ეს არ არის პათოსი, ეს არის “მშრალი” რეალობა გადაჭარბებული ემოციის გარეშე”.