პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი აშკარა აგრესიად მიიჩნევს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსულ მი -24 ვერტმფრენზე შეტევას. ამის შესახებ განაცხადა ჰარუთიუნიანმა “არმენსპრესთან” საუბრისას.
”აზერბაიჯანის საზენიტო ქვედადნაყოფების მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე ქვეყნის მოკავშირე – რუსეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების მი -24 ვერტმფრენის ჩამოგდება შკარა აგრესიაა და თავდასხმა როგორც სომხეთზე, ასევე რუსეთზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ნათლად დაინახა, რომ ვერტმფრენი მიფრინავდა სომხეთის ტერიტორიაზე და აშკარაა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, მათ გამოიყენეს საჰაერო თავდაცვა და ჩამოაგდეს ვერტმფრენი.
მეორეს მხრივ, დაზიანდა რუსული 102-ე ბაზის ვერტმფრენი და ვერტმფრენებზე და თვითმფრინავებზე შეტევა მიიჩნევა თავდასხმად მოცემულ ქვეყანაზე, რუსეთზე ”, – აღნიშნა ჰარუთიუნიანმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი საჭიროდ მიიჩნევს თურქეთის ღია მონაწილეობის შესწავლას სომხეთის მოკავშირის ვერტმფრენზე თავდასხმაში, რადგან ვერტმფრენი დაზიანდა ნახჭევანიდან და ის თურქეთის კონტროლს ექვემდებარება.
”აშკარაა, რომ ვერტმფრენის ფრენის ხასიათი, მიმართულება არ შეიძლება ჩაითვალოს საფრთხედ აზერბაიჯანულ-თურქული მხარისთვის, ამ თვალსაზრისით რაიმე არგუმენტი დამაჯერებელი არაა”, – დაასკვნა ჰარუთიუნიანმა.
9 ნოემბერს სომხეთის საჰაერო სივრცეში, ერასხის დასახლებასთან, ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან, რუსული 102-ე სამხედრო ბაზის ავტოკოლონის მეგზური მი -24 ვერტმფრენი ჩამოგდებული იქნა მოძრავი საზენიტო სარაკეტო სისტემის გამოყენებით. დარტყმის გამო, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და ჩამოვარდა სომხეთის ტერიტორიაზე მთიან მხარეში.
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ სომხური მხარე ყველანაირ დახმარებას გაუწევს რუსულ მხარეს რუსეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენის ჩამოვარდნის გარემოებების გარკვევაში.
აზერბაიჯანულმა მხარემ აღიარა ის ფაქტი, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ვერტმფრენი და აღნიშნეს, რომ ”ეს შემთხვევითი იყო, ის არ იყო მიმართული რუსული მხარის წინააღმდეგ”. აზერბაიჯანმა რუსეთს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მზადაა კომპენსაცია გაუწიოს.