მთავარიპოლიტიკა

დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ ძალის გამოყენება ადეკვატურ პასუხს მიიღებს: საგარეო საქმეთა სამინისტრო

9 ნოემბერს, საღამოს 6:00 საათზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიიდან პორტატული მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემიდან სროლის შედეგად სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში  ჩამოგდებული იქნა  რუსული ვერტმფრენი მი -24 . წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არის ორი მსხვერპლი და ერთი დაჭრილი.

ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ რუსეთის ფედერაციას, დაღუპულთა ოჯახებსა და ჩვენს თანამებრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ, იმ ადგილას, სადაც ამ დროისთვის სამხედრო შეტაკებები არ ყოფილა. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანული მხარის მიერ თავის მართლების მცდელობები უსაფუძვლოა.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე   რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ განხორციელებულ თავდასხმას.

დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ ძალის გამოყენება ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

ნახეთ მეტი
Back to top button