მთავარიპოლიტიკა

ზახაროვა: მოსკოვი არ იზიარებს ანკარის მოსაზრებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

დაუშვებელია  ყარაბაღის კონფლიქტის ძალის გამოყენებით მოგვარება, მოსკოვი არ იზიარებს ანკარის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

”ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ ჩვენი მიდგომა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ და ვთქვით, რომ კონფლიქტს არ გააჩნია ძალის გამოყენებით გადაჭრის ალტერნატივა.  როგორც ბევრჯერ გსმენიათ, ანკარამ სხვა განცხადებები გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მხოლოდ რუსული მხარის შეხედულების დადასტურება შემიძლია. ჩვენი ქვეყანა მხარს არ უჭერს ძალის გამოყენებას. ჩვენ მხარეებს მოვუწოდებთ რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.

ნახეთ მეტი
Back to top button