პოლიტიკა

ირანმა სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები გააგზავნა სასაზღვრო რაიონებში

ირანის არმიის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები გაგზავნილი იქნა  ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო რაიონებში, რათა დაიცვან ირანის საჰაერო სივრცე. ამის შესახებ ირანის ჩრდილოეთით საჰაერო თავდაცვის ზონის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ალი აკბარ აბას თაჯადოდმა განაცხადა, იუწყება  Mehr-ი.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ირანის შეიარაღებული ძალებისთვის წითელი ხაზია ხალხის უსაფრთხოება  და მათი კეთილდღეობის  ნებისმიერი საფრთხე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ოდნავ საზიანო ნაბიჯს გადადგამენ ირანის ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მიიღებენ მკაცრ პასუხს”.

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის სასაზღვრო რეგიონები ყარაბაღის კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაა.

ნახეთ მეტი
Back to top button