მთავარიპოლიტიკა

ნებისმიერი გრძელვადიანი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს სომხეთის ინტერესებს. საფრანგეთის პრეზიდენტი

ყარაბაღის შესახებ ნებისმიერი გრძელვადიანი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს სომხეთის ინტერესებს. ამის შესახებ ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში, იუწყება Reuters.

”საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების პუნქტებს. ”ნებისმიერი გრძელვადიანი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს სომხეთის ინტერესებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის ხელმძღვანელობა მოუწოდებს თურქეთს შეაჩეროს რეგიონში პროვოკაციები და თავი შეიკავოს ყარაბაღის რეგიონში ნებისმიერი ქმედებისგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მომავალ შეთანხმებას.

9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button