მთავარიპოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი ტრაგედია უწოდა მთიან ყარაბაღში მომხდარს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ის, რაც მთიან ყარაბაღში ხდება, დიდი ტრაგედია უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯები გრძელვადიან მშვიდობას გამოიწვევს. ამის შესახებ ria.ru იუწყება.

”ის, რაც ყარაბაღში ხდება, მართლაც დიდი ტრაგედიაა. ძალიან მოხარული ვარ, რომ მიღწეული იქნა  კომპრომისი და შეჩერდა სისხლისღვრა.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ბოლო ნაბიჯი გამოიწვევს მდგრადი მშვიდობის დამყარებას აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხების სასარგებლოდ”, – თქვა პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button