მთავარიპოლიტიკა

”ფულით და პომიდვრით ცოდვას ვერ გამოისყიდიან“: რუსი სამხედრო ექსპერტი სომხეთში დაზიანებული ვერტმფრენის შესახებ

რუსული ვერტმფრენი მი -24  აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შემთხვევით არ ჩამოაგდეს  სომხეთის ტერიტორიაზე,  მოსკოვმა ამას  მკაცრი და გაწონასწორებული პასუხით უნდა უპასუხოს”. ასეთი განცხადება გააკეთა სამხედრო ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა  „Sputnik სომხეთთან“  ინტერვიუში. მომზადებული იქნა შემტევი მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემა, ასევე მომსწრეებიც, რომლებმაც ეს ყველაფერი გადაიღეს  და განათავსეს ინტერნეტში.

”ვინაიდან თურქეთი აზერბაიჯანის უკან დგას თავისი სადაზვერვო სისტემით, რომელიც ნატოს წევრია, აქვს დაზვერვის სხვა საშუალებები, ისინი ჩვენს ვერტმფრენს უთვალთვალებდნენ  გიუმრიდან და ისიც დაინახეს, რომ ვერტმფრენი აცილებდა საავტომობილო კოლონას.  ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც დასრულდა რუსი მფრინავების სიკვდილით. ამას სხვა ფორმულირება არ შეიძლება მოეძებნოს”, – თქვა მან.

ექსპერტმა აღნშნა, რომ აზერბაიჯანი არ არის ნატოს წევრი, რუსეთი მასთან უფრო მკაცრი იქნება ვიდრე თურქეთთან, რომელმაც სირიაში ჩამოაგდო რუსული Su-24. მისივე თქმით, ”ფულით და პომიდვრით ცოდვას ვერ გამოისყიდიან,   ეს იყო დაგეგმილი აქცია ”.

ნახეთ მეტი
Back to top button