პოლიტიკა

ყარაბაღში მხოლოდ რუსი სამშვიდობოები იქნებიან: ერევანი უარყოფს ალიევის განცხადებას

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მხოლოდ რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პრემიერ მინისტრის პრესმდივანმა მანე გორგიანმა განუცხადა და უარყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  განცხადებები.

”აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება, რომ მთიანი ყარაბაღში სამშვიდობო მისია განლაგდება თურქი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, არ შეესაბამება სინამდვილეს”, – თქვა მან.

ალიევმა თქვა, რომ რუსეთ-თურქეთის სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ სამშვიდობო მისიაში მთიან ყარაბაღში.

ნახეთ მეტი
Back to top button