აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქმნება ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის რუსეთ-თურქეთის ცენტრი. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ტასს- ს აცნობეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებმა.
”ცენტრი იქმნება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ყარაბაღის მომიჯნავე. თურქეთის როლი შემოიფარგლება ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ცენტრის შექმნით და არა სამშვიდობო მისიით ყარაბაღში”, – აღნიშნა წყარომ.
სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა 10 ნოემბრის 01:00 საათზე ხელი მოაწერეს განცხადებას ომის დასრულების შესახებ. განცხადებაში, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ ადგილი ექნება სამხედრო ტყვეების, მძევლების, სხვა დაკავებულთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას.