
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაფ ერდოღანს.სატელეფონო საუბარი თ თურქული მხარის ინიციატივით შედგა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შინაარსის შესახებ, რომლებიც მოცემულია სამმხრივ განცხადებაში, 2020 წლის 9 ნოემბერს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეაფასა რუსეთის შუამავლობის მცდელობები, რომლებიც კარგ საფუძველს ქმნის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი მოგვარებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აუცილებლობაზე, რომელიც სისხლისღვრის შეჩერების შესაძლებლობას მისცემს. მიღწეულ იქნა შეთანხმება შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებაში გათვალისწინებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების კონტექსტში.
ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ რეგულარულ დიალოგს სხვადასხვა ფორმატში.