
რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სერგეი შოიგუმ და ჰულუსი აკარმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმებები, რუსი სამშვიდობოების განთავსება საშუალებას იძლევა შეაჩერონ სისხლისღვრა, შექმნან პირობები მშვიდობიანი ცხოვრების დასაბრუნებლად.
”რუსი სამშვიდობოების ყოფნა უზრუნველყოფს სტაბილურობას კრიზისის პერიოდში, შეაჩერებს ლტოლვილთა ნაკადს და ხელს შეუწყობს მათ დაბრუნებას საცხოვრებელ ადგილებში”, – თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ ”ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს მხარეთა მიერ საომარი მოქმედებების შეჩერებაზე საიმედო კონტროლს, საფუძველი ჩაეყრება კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას”.
ერთობლივი ცენტრი განთავსებული იქნება აზერბაიჯანში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, შეჯამების და გადამოწმების შესახებ. ცენტრი გახდება ორგანო, რომელიც განიხილავს ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჩივარს, საკითხს ან პრობლემას.