მხოლოდ რუსი სამხედროები განახორციელებენ სამშვიდობო მისიას ყარაბაღში, ხოლო თურქი სამხედროები განთავსდებიან აზერბაიჯანის სადამკვირვებლო ცენტრში. ,,რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი მონაწილეობას მიიღებს ყარაბაღის შესახებ შეთანხმებების შესრულების მონიტორინგის პროცესში. მისივე თქმით, თურქეთის სამხედროები შეასრულებენ ერთობლივი სამშვიდობო მისიის ნაწილს.
პესკოვის აზრით, თურქი სამშვიდობოების მონაწილეობა ყარაბაღის მოგვარების პროცესში შეუძლებელია ერევნისა და ბაქოს თანხმობის გარეშე.
”როგორც ბევრჯერ ვთქვით, ეს არ შეიძლება იყოს მოსკოვისა და ანკარის განხილვის ერთადერთი საგანი. მხარეები, სომხეთი და აზერბაიჯანი, ამაში უნდა შეთანხმდნენ”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ამიტომ, მისი თქმით, ეს თემა არ განხილულა, ასეთი შეთანხმებები არ ყოფილა, მუშაობა გრძელდება.