მთავარიპოლიტიკა

დოკუმენტი ყარაბაღის შესახებ ბაქოს არ აკმაყოფილებს: თურქი დეპუტატი

სამმხრივი დეკლარაცია მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკმაოდ რთული განსახორციელებელია,  გარდა ამისა, ის აშკარად არ აკმაყოფილებს აზერბაიჯანს. ამის შესახებ RIA Novosti- სთან საუბარში განაცხადა თურქეთის ოპოზიციური პარტია „განახლების პარტიის“ ლიდერმა, დეპუტატმა ოზთიურქ იელმაზმა.

”ბაქო მთლიანად არ არის კმაყოფილი ხელშეკრულებით, მასში არის პუნქტები, რომლებიც ლაპარაკობენ  აზერბაიჯანის გამარჯვებაზე, მაგრამ მან ვერ მიიღო ის, რისი იმედიც ჰქონდა თავიდან. არსებულ ვითარებაში აზერბაიჯანისთვის გარკვეულ გაურკვევლობას აქვს ადგილი.მ ე არ ვგრძნობ, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან”, – თქვა მან.

ამავე დროს, იგი ფიქრობს, რომ ყარაბაღის შესახებ 9 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადება არის შესაძლო და პოზიტიური ნაბიჯი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებისთვის და საომარი მოქმედებების შეწყვეტის თვალსაზრისით, სადამკვირვებლო პუნქტების შექმნითაც  შეთანხმების განხორციელება ადვილი არ იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button