მთავარიპოლიტიკა

ჩვენ დადივანქს არ მივცემთ თურქებს. მამა ჰოვჰანნესი

ჩვენ არ მივცემთ დადივანქს თურქებს, ამის შესახებ ,,აისორ“-თან  საუბრისას განაცხადა ქარვაჭარის რაიონის სულიერმა მწყემსმა, დადივანქის მონასტრის მამაომ ჰოვჰანნეს ჰოვჰანნესიანმა.
”არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნია ამ წუთას დამირეკა და მითხრა: ”დადივანქს ხელი არ ახლო, ჯვრებს ხელი არ ახლო, ჩვენ დადივანქს არ მივცემთ ”, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, თუ რა საშუალებეით უნდა შენარჩუნდეს დადივანქი, მამა ჰოვჰანნესმა დეტალები არ განაცხადა. მან მხოლოდ ის ხაზი გაუსვა, რომ პირველ რიგში ღმერთი იცავს დადივანქს.
”ველოდი სასწაულს, რომ რამე მოხდებოდა, მოხდებოდა სასწაული, რადგან გული მიჩქარდებოდა, რომ ხელი მეხლო, ამომეღო ეს ხაჩქარები (ქვის ჯვრები), რომლებიც 800 წლის წინ გამოკვეთეს და აქ განათავსეს ჩვენმა წინაპრებმა. წარმოგიდგენიათ რამდენი ხანია, როგორ შემიძლია ხელი ვახლო ამ ხაჩქარებს? დადივანქიდან რომ გამოვიტანო, იმის დასჯისაც კი მეშინოდა. ორი დღეა ვამბობ, მეშინია, არ მინდა და სასწაულს ველოდები ”, – დაასკვნა სასულიერო მწყემსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button