საერთაშორისო

“არჩევნები გაყალბებულია” – ოპოზიცია მაიკ პომპეოს მდუმარე აქციით დახვდება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიცია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თბილისში მდუმარე აქციით დახვდებიან.https://www.facebook.com/v2.6/plugins/quote.php?app_id=&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df30e2fb5feceb9%26domain%3Dghn.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fghn.ge%252Ff1745bd9feb899%26relation%3Dparent.parent&container_width=800&href=https%3A%2F%2Fghn.ge%2Fnews%2F254132-archevnebi-gaqalbebulia-opozitsia-maik-pompeos-mdumare-aktsiit-dakhvdeba%3Ffbclid%3DIwAR2QD618uTPWMhI1Ypm4wxDEcnWyFe2l8HB0LcJAY–0QPakZzbBm7eXvF8&locale=ka_GE&sdk=joey

უგულავას თქმით, აქციაზე არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და ის გაიმართება გზავნილით – “არჩევნები გაყალბებულია.

“ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17-ში ან 18-ში, ეს იქნება ერთი მხრივ მიძღვნილი ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ აქცია და ამავე დროს იქნება საზეიმო დახვედრა ბატონი პომპეოსი. აქ ლოკაცია და ფორმატი მთლიანად განსხვავებული იქნება, აქ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და ლოკაციაც იქნება ისეთი, რომ არანაირად შეხებაში არ შევიდეს უსაფრთხოების ნორმებთან.

სოციალური დისტანცია იქნება დაცული და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სტიკერი დააწებონ, დადგნენ და თქვან ერთადერთი – “გაყალბებულია”.

ჩვენ ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ იქნება, მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება, იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია”, – თქვა უგულავამ.

მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ნახეთ მეტი
Back to top button