20 ათასზე მეტი ჯარისკაცი დარჩებოდა ალყაში. ფაშინიანი სავალალო დოკუმენტის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამმხრივი განცხადების ხელმოწერისას გააცნობიერა, რომ მისი დაღუპვის ალბათობა ძალიან მაღალია. ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ ყარაბაღის შესახებ სამმხრივი განცხადების ხელმოწერამ საზოგადოების სასოწარკვეთა გამოიწვია, და არსებობს მრავალი კითხვა, რომელთა პასუხსაც ხალხი მისგან ელიან.
”სომხეთი და სომეხი ხალხი უკიდურესად რთულ დღეებში ცხოვრობენ. ყველა ჩვენგანის გულში მწუხარებაა, თვალებში ცრემლი. რატომ იქნა ხელმოწერილი სომხეთისთვის არახელსაყრელი დოკუმენტი? ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის გენერალური შეიარარებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებდა, რომ ყოველი წუთი ძალზე მნიშვნელოვანია; ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. არცახის პრეზიდენტი აფრთხილებდა, რომ თუ საბრძოლო მოქმედებებს არ შეაჩერებდნენ დღეების, ზოგიერთ სცენარში კი, საათების განმავლობაში შეიძლება დაკარგონ სტეფანაკერტი”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ჩვენ რომ დავკარგეთ ჰადრუთი, შუში, შეიძლებოდა დაგვეკარგა სტეპანაკერტი, ბევრი რამ არ შეიცვლებოდა.
”რეალობა სხვაგვარია, სტეფანაკერტი რომ დაგვეკარგა, ჩვენ დავკარგავდით ასკერანს, მარტაკერტს, რადგან ეს ქალაქები ომის დროს ზურგს წარმოადგენდნენ, ისინი საკმაოდ შორს იყვნენ ფრონტის ხაზისგან და არ ჰქონდათ თავდაცვის სტრუქტურები. არ იყო საკმარისი საბრძოლო ძალა, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ ქალაქების დაცვა. და რა მოხდებოდა ამ ქალაქების დაცემის შემდეგ? თავდაცვის არმიის მე –2, მე –3, მე –4, მე –5, მე –6, მე –7 თავდაცვის რაიონები მოწინააღმდეგის ალყაში მოექცეოდა. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი 20,000-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი აღმოჩნდებოდა მტრის ჯარებით გარშემორტყმულ სიტუაციაში, რომლებსაც აუცილებლად ემუქრებოდა სიკვდილი ან ტყვედ ჩავარდნა”, – აღნიშნა მან.
ამ პირობებში, გასაგები იყო, რომ თავიდან ვერ ავიცილებდით ქარვაჭარისა და ქაშათაღის რეგიონების დაცემას, რაც სრულ კატასტროფამდე მიიყვანდა.
”სინამდვილეში, მთავარსარდლის როლში, მე არმიისა და შეიარაღებული ძალების წინაშე ასეთი ამოცანები დავაყენე ომის პირველი დღიდან, მაგრამ როდესაც იქმნება სიტუაცია, რომ ჯარისკაცი გავლენას ვერ მოახდენს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, ჯარისკაცი არ უნდა მოკვდეს სამშობლოსთვის, არამედ სამშობლომ უნდა გაიღოს მსხვერპლი ჯარისკაცის გულისთვის, მეთაურმა არ უნდა გასცეს ბრძანება ჯარისკაცის სიკვდილის, არამედ ის უნდა მოკვდეს ჯარისკაცის გულისთვის. ამის გათვალისწინებით, მე ხელი მოვაწერე ყველა თქვენგანისთვის ცნობილ სამწუხარო დოკუმენტს; ხელმოწერისას მივხვდი, რომ ჩემი პირადი სიკვდილის ალბათობა ძალიან მაღალია, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფიზიკური გაგებით. მაგრამ ოცდახუთი ათასი ჯარისკაცის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვფიქრობ, თქვენთვის. საფრთხე ემუქრებოდა ჯარისკაცების სიცოცხლეს, რომლებმაც სრულად ემსახურეს სამშობლოს. უფრო მეტიც, ამ ჯარისკაცებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა გავლენა მოეხდინათ ზურგში შექმნილ სიტუაციაზე. ზურგში აღარ იყო ისეთი ბრძოლისუნარიანი ძალები, რომლებსაც რეალურად შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ სიტუაციაზე. დადგა მეთაურის დრო, რომ მან ამ ჯარისკაცების გულისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს, როგორც ფიზიკურად, ასევე პოლიტიკურად. დადგა სამშობლოს დრო, რომ სამშობლომ იმ ჯარისკაცებს შესწიროს მსხვერპლი, რომლებმაც სამშობლოს გულისთვის არაფერი არ დაზოგეს. ამის გათვალისწინებით მე ხელი მოვაწერე ამ დოკუმენტს”, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.